ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
230-მეტრიანი ისტორიული ხიდი ქალაქ მორბიში მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. იგი დაკეტილი იყო რემონტისთვის ექვსი თვის განმავლობაში და საზოგადოებისთვის ხელახლა გასულ კვირას გაიხსნა.