logo
ENG



ინდოეთში სინათლის ფესტივალი დაიწყო

27 ოქტ 201916:30
3 წუთის საკითხავი
 
ukzam1qaj2fflkw.png

ინდოეთში სინათლის დღესასწაულს, დივალის აღნიშნავენ. იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ინდუისტური ღვთაება რამა დაიბადა, 500 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და ტაძართან სანთლები დაანთო. საზეიმო ღონისძიებები დაიწყო ნიუ-დელის ცენტრალურ პარკშიც.  

საგანგებოდ დღესასწაულისთვის ოთხდღიანი ლაზერ-შოუც მოეწყო. ინდოეთის ხელისუფლება ამ გზით მანათობელი ფრანების ჩანაცვლებას ცდილობს, რომლებსაც, ტრადიციულად, დივალის დღესასწაულზე უშვებენ ხოლმე. მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასობით ათასი მანათობელი ფრანი გარემოს აბინძურებს და ხანძრის საშიშროებას ქმნის. 

 

 

 

 


close დახურვა