logo
ENG



ინდოელი სამხედროები რუსეთში 1-კვირიანი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდნენ

01 სექ 202223:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/2yuejq81x9u6dp6.jpg
Amit Dave / Reuters

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინდოელი სამხედროები რუსეთში 1-კვირიანი სამხედრო წვრთნების მიზნით გაემგზავრნენ.

ინდოეთის ხელისუფლების თქმით, მისი ძალები მუდმივად მონაწილეობენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად წვრთნებში. რუსეთი კი ინდოეთისთვის სამხედრო ტექნიკის უდიდესი მიმწოდებელია.

„ინდოელი სამხედროები ჩავიდნენ წვრთნების ლოკაციაზე და მომდევნო 7 დღე გაივლიან საერთო მანევრებს, რაც მოიცავს ერთობლივ საველე წვრთნებს, საბრძოლო დისკუსიებს და ცეცხლსასროლი საშუალებების წვრთნებს“ - განაცხადა ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ.

რუსეთმა ივლისში გამოაცხადა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩინეთთან, ბელარუსთან, მონღოლეთთან, ტაჯიკეთთან და ინდოეთთან ერთად წვრთნებს გამართავდა.

აშშ-მ კი, რომელმაც ბოლო წლებია ინდოეთთან სამხედრო ურთიერთობები გააღრმავა, რუსეთში ინდოელი სამხედროების ერთობლივი წვრთნების პერსპექტივაზე შეშფოთება გამოთქვა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინაში ომის ფონზე ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან რუსეთთან ერთად წვრთნების გამართვა შემაშფოთებელია.

„ამერიკის შეერთებულ შტატები შეშფოთებულია ნებისმიერ იმ ქვეყანაზე, ვინც რუსეთთან ერთად მაშინ გადის წვრთნებს, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე ქვეყანა თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა თეთრის სახლის პრეს მდივანმა კარინ ჟან პიერმა 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

წინა წვრთნები რუსეთში 2018 წელს გაიმართა. მასში სავარაუდოდ, 300 000-მდე სხვადასხვა ეროვნების სამხედრო იყო ჩართული, მათ შორის პირველად ჩინეთის ჯარიდან.


close დახურვა