თვითმფრინავი, რომლითაც ინდონეზიაში უხანის პროვინციიდან ევაკუირებული მოქალაქეები გადაჰყავდათ, კუნძულ ნატურაზე დასვეს. 241 ადამიანი კუნძულზე საკარანტინო პერიოდს გაივლის. გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღო.
ადგილობრივებმა მომხდარი გააპროტესტეს და ის გზა გადაკეტეს, რომლითაც ევაკუირებულები ადგილობრივ სამხედრო ბაზაზე გადაჰყავდათ. მომხდარს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.