logo
ENG



ინსპექტორები ზაპოროჟიეს სადგურზე

01 სექ 202221:03
3 წუთის საკითხავი
 

ყველაზე რთული მისია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ისტორიაში.  ინსპექტორებს სამუშაოების ჩატარება ომის პირობებში და დაბომბვების ფონზე პირველად უხდებათ. 14 კაციანმა ჯგუფმა, რომელიც ზაპოროჟიეში გუშინ ჩავიდა, დანიშნულების ადგილამდე მიღწევა მხოლოდ დღეს შუადღისას შეძლო. თუმცა გზად საოკუპაციო ძალები ბომბავდნენ მათ დერეფანს და ქალაქ ენერგოდარსაც, სადაც ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ინსპექტორთა ჯგუფი სადგურის ინსპექტირებას უკვე შეუდგა და ობიექტზე კიდევ რამდენიმე დღე რჩება. 


close დახურვა