სალომე ზურაბიშვილი დღეს მანდატების შეწყვეტას გამოეხმაურა, მაგრამ მისი სიტყვა პროცესს ვერ აჩერებს. აი, ვეტოს კი შეეძლო დაეპაუზებინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. პარლამენტმა ასევე ფაქტობრივად ერთპარტიული მხარდაჭერით აირჩია ლონდა თოლორაიას შემცვლელები. საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს პროკურორი კოკა კაციტაძე, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის უწყებას - ლელა ჯანაშვილი. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში თოლორაიას სარჩელს არც დაელოდა და წინასწარ უპერსპექტივოდ გამოაცხადა.
ინსპექტორის შემცვლელები ოპოზიციის ნდობის მანდატების გარეშე
15 თებ 202220:18
3 წუთის საკითხავი