logo
ENG



ინსპექცია: მოვუწოდებთ რესტორნებს, არ გაუკეთონ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს სწრაფი ტესტი

05 დეკ 202121:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/05/9zrf13q2yj19aln.jpeg

შრომის ინსპექცია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს რესტორნებს, არ გაუკეთონ მწვანე პასპორტის არმქონე პირებს სწრაფი ტესტი.

როგორც უწყება განმარტავს, ტესტის აღებაზე უფლებამოსილება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას გააჩნია.

"საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს მწვანე სტატუსი, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას. 

მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს. რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. 


close დახურვა