მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან სინოდალურმა საბჭომ პატრიარქის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. საპატრიარქოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოს ზენონს უნარჩუნდება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მას ეპარქიაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. საპატრიარქოს ბრძანებაში ვკითხულობთ; რომ ზენონის გათავისუფლება მის ეპარქიაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას უკავშირდება, მიზეზი და დეტალები დაკონკრეტებული არ არის. თავად მეუფე ზენონი განმარტავს, რომ მის ეპარქიაში, სასულიერო პირები არალეგალური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ამ საქმეს სწავლობს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც. ამ მიზეზით ეპისკოპოსმა ეპარქიიდან სასულიერო პირების ნაწილი გააძევა და ამბობს, რომ ამის შემდეგ მის მიმართ , დაიწყო უსამართლო დევნა და ბრძოლა, მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე სასულიერო პირების მხრიდან.
ინტერვიუ ეპისკოპოს ზენონ იარაჯულთან - შაბათის ფორმულა
19 ნოე 202221:28
3 წუთის საკითხავი