პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, 38 წლის კაცი კატოვიცეს აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქუთაისიდან პოლონეთში გეგმური რეისით ჩავიდა.
კაცს ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
კატოვიცეს მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე პოლიციას გადასცეს, რომელიც საქმის შემდგომ გამოძიებას განაგრძობს.