logo
ENG



ინფექციონისტი: დაინფიცირებული პაციენტებიდან არ არის აუცილებელი ყველა საავადმყოფოში დაწვეს

23 მარ 202023:06
3 წუთის საკითხავი
 

 

ინფექციონისტი, მაია ბაწაშვილი გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტის მოთავსება სტაციონარში აუცილებელი არაა, როგორც ბაწაშვილი გადაცემაში განმარტავს, მხოლოდ მძიმე პაციენტების შემთხვევაში იქნება აუცილებელი პაციენტის მოთავსება სტაციონარში სხვა შემთხვევაში კი დაინფიცირებულთა ნაწილი თავისით გამოჯანმრთელდება.

„სამხრეთ კორეის მოდელი ნამდვილად საუკეთესოა, მაგრამ ეს ილუზიაა რომ საქართველოს ქვეყანას ასეთი ფუფუნება ჰქონდეს. სამხრეთ კორეა უფრო მზად იყო, იმიტომ რომ წინა გამოცდილებები ჰქონდა ესეთი ტიპის ინფექციების და თუნდაც საზოგადოებაა სხვანაირად ორგანიზებული. ხშირად გვიპირისპირებენ, რომ ჩვენთან როგორ უნდა იყოს იდეალურად, როცა ამერიკაშიც პრობლემაა. აშშ-ში ჯანდაცვის სისტემა საუკეთესო დონეზეა, მაგრამ ზოგჯერ ესეთი სწრაფი რეაგირება ბიუროკრატიული ბარიერების გამო არ ხდება და ახლაც ეგ შემთხვევაა, ჩვენთვის ეს კარგი მაგალითი არ არის, პატარა ქვეყანაა ადვილად შეიძლება ტესტირების მოდელი შეიქმნას უნივერსალური და მთელ საქართველოს უცებ შემოივლი, თუმცა უნივერსალურ ტესტირებაზე არ ვლაპარაკობთ მკაცრი კრიტერიუმებით, როდესაც არის სიმპტომები. რაც შეეხება სისტემაზე მიწყდომას, რთულია მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, მაგრამ გაიგებს ხალხი თუ აუხსნით, რომ არ არის აუცილებელი ყველა საავადმყოფოში დაწვეს, თავიდან იყო ამის ფუფუნება, მაგრამ ეს ასე ვერ გაგრძელდება. სტაციონარში უნდა მოხვდეს ის ადამიანები ვისაც ამის ჩვენება აქვს, იმიტომ რომ დიდი ნაწილი თავისით გამოჯანმრთელდება“,-განაცხადა მაია ბაწაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 61 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაწერილია კლინიკიდან.

2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა