ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 21 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას. 9 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა დანარჩენების კი, სტაბილური. 21 ინფიცირებულიდან 7 არასრულწლოვანია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამავე კლინიკაში მკურნალობენ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც.
„კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. აქედან 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 9 საყურადღებო. 7 პაციენტი 18 წელს დაბლაა. ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგანგაშო მდგომარეობა ამ ეტაპზე არც ერთ პაციენტთან არ გვაქვს. ჯერჯერობით ახალი პასუხები არ მოსულა. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაუარესება არ აღინიშნება“, - განაცხადა ინფექციონისტმა, ნიკოლოზ ზუბადალაშვილმა.