logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში 53 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა

06 მაი 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო მონაცემებით კოვიდ-19-ზე მკურნალობას 53 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა, ერთის კი, კრიტიკული.

უახლოეს დღეებში ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან.

„ამჟამად არის 53 პაციენტი. გამოჯანმრთელებულები გაეწერნენ. მდგომარეობა უმეტესობის არის საშუალოს სიმძიმის, ასევე გვყავს მსუბუქი და მძიმე ავადმყოფები. მძიმე არის 6, პნევმონიით, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და არ გაუარესებულა. ასევე ერთი პაციენტი გვყავს კრიტიკული, თუმცა არც მისი მდგომარეობაა გაუარესებული“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ


close დახურვა