logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის სავარაუდო ნიშნებით ხუთი პაციენტი შეიყვანეს

04 მარ 202007:38
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის სავარაუდო ნიშნებით ხუთი პაციენტი შეიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 28 პაციენტი იმყოფება. ამ დრომდე ჩატარებული კვლევების პასუხების თანახმად, კორონავირუსი არცერთ ახალ პაციენტს არ დაუდგინდა. 11 ადამიანის ანალიზების პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი. მარინა ენდელაძეს განცხადებით, იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია.

"ბოქსირებულ განყოფილებაში დარჩა 28 ავადმყოფი, მაგრამ ეს ციფრი ძალიან ცვალებადია. ამ ეტაპზე პირველი 3 შემთხვევების გარდა დავირუსებული არ გვყავს. მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და სამივეს შემთხვევა მსუბუქია",-აღნიშნავს მარინა ენდელაძე.


close დახურვა