logo
ENG



ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი - პაატა იმნაძე

10 აპრ 202013:23
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის შიგნით დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი წყარო ვერ დადგინდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ამასთან, როგორც იმნაძემ განმარტა, ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან არის კავშირში.

„ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია 3 შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა. შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ. შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


close დახურვა