კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შედარებით მძიმე კვლავ მეოთხე პაციენტის მდგომარეობაა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. პნევმონია მსუბუქ ფორმებში, კიდევ ოთხ პაციენტს აქვს.
თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პირველი პაციენტი დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელება. როგორც ცნობილია მძიმედ გამოხატული ნიშნები არ აქვთ საჩხერეში მყოფ პაციენტებს, მათ შორის დამაკმაყოფილებელია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მდგომარეობაც.
ასევე მას შემდეგ რაც გეფას ერთ-ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა, "ფორმულასთვის" ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ დრომდე თვთიზოლაციაში რჩება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც.
„მეოთხე პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. რამდენიმე დღე არის სტაბილური, არის მძიმე. მიდი მდგომარეობა არც უარესდება, მაგრამ არც უჯობესდება“, - ამბობს ცერცვაძე.