logo
ENG



ინფიცირებული მღვდელი ხარებას ტაძარში იმყოფებოდა

14 აპრ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
4912e01qwroypc6.png

თბილისში, ვერაზე, კორონავირუსით ინფიცირებული იონე ღვთისმეტყველის ტაძრის სასულიერო პირი ხარების დღესასწაულზე ეკლესიაში იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, მღვდელმსახური ტაძარში ბზობაზეც იყო.

ამავე თემაზეორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. ეს ინფორმაცია "ფორმულას" სასულიერო პირებმა მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა