იონე ღვთისმეტყველის ტაძრის ერთ-ერთი მსახური ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.
„ახლა ვაპირებთ ტაძრის დეზინფექციას. ყველანი მივდივართ ახლა კარანტინში. თქვენც გირჩევთ, რომ თქვენც წახვიდეთ“, - განაცხადა ტაძარში მომუშავე პირმა.
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.
ამავე თემაზე: კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. ეს ინფორმაცია "ფორმულას" სასულიერო პირებმა მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.