logo
ENG



იოზვიაკი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო

11 ოქტ 202217:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/ma81en2s6sqdh3t.jpg

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსიც გახდეს.

"ეს [სანქციების ახალი პაკეტი] შესაძლოა მოიცავდეს რუსული აქტივების კონფისკაციას, ქონების გაყიდვის აკრძალვას და სხვა დეტალებს, რომლებიც განიხილებოდა წინა პაკეტებში. შესაძლოა, ბელარუსი კვლავ გახდეს სამიზნე, რადგან ის სრულად იყო ამოღებული სანქციების წინა პაკეტიდან", - წერს იოზვიაკი.


close დახურვა