რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორის, რიკარდ ოზვიაკის ინფორმაციით, ევროპული კომისია ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადებით გამოვა. მან ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე გაავრცელა.
"ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანსა და ფონ დერ ლაიენს საქართველოზე არ ულაპარაკიათ. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ", - წერს იოზვიაკი.
***
16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროსაბჭო უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა, მათთვის, ვისაც, ქართული დიპლომატიური პასპორტი აქვთ.