რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირი რუსეთისგან ჰიბრიდული საფრთხის სანქციების ფარგლებში 18 ადამიანსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს.
იოზვიაკის ინფორმაციით, ამ 18 პირიდან ერთი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაცია იოზვიაკმა X-ზე გაავრცელა.
"ევროკავშირი საბოლოოდ დაამატებს სახელებს ახალ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხის სანქციების რეჟიმს ორშაბათს - 18 ადამიანი (მათ შორის ერთი მოლდოველი და ერთი ქართველი) + 3 ობიექტია", - ნათქვამია იოზვიაკის განცხადებაში.