logo
ENG



იონათამიშვილი რურუაზე: ოპოზიცია ცდილობდა, უდანაშაულოდ წარმოეჩინა კრიმინალური ლიდერი

30 ივლ 202014:20
3 წუთის საკითხავი
clock 390
4bdpg0usoh50mxb.jpg

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯა შეაფასა და განაცხადა, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

დეპუტატის თქმით, განაჩენით წერტილი დაესვა ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას, რომელიც რურუას უდანაშაულოდ წარმოჩენას ემსახურებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ჰყავს. სასამართლომ გამოიტანა ობიექტური განაჩენი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე და ვფიქრობ, ამ განაჩენით წერტილი დაესვა იმ კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


close დახურვა