logo
ENG



იონამათიშვილი: ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც შეთანხმებებით არის აღებული

04 მაი 202017:57
3 წუთის საკითხავი
 

„ქართულ ოცნებაში“ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურებიან. პარტიაში  კვლავ ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და არ არსებობს შეთანხმება კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ხელისუფლება ასრულებს შეთანხებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს.

„შეთანხმების ტექსტი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ეს არის იმდენად მკაფიო ტექსტი, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს რაც შეთანხმებით არის აღებული, რაზეც გვაქვს ხელი მოწერილი და ამას ბოლომდე შევასრულებთ. ვინც დღემდე ცდილობს, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები შეიტანოს ამ ტექსტის შინაარსში ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებს“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობდა საერთშორისო ფასილიტატორების დახმარებით, 8 მარტს დასრულდა. გამოქვეყნდა ორი მემორანდუმი, რომელთაგანაც ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. ბოლოს გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოების მხრიდან 14 აპრილს გაკეთდა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა. განცხადებაში ისინი ხელისუფლებას 8 მარტს დადებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. საქართველოს ოპოზიციური პარტიებმა ქვეყნის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართეს. 

 


close დახურვა