logo
ENG



იორდანიაში საელჩომ საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყო

28 მარ 202017:03
3 წუთის საკითხავი
 
487083gq7uhsvun.jpeg

იორდანიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხელს უშლის სამეფოში და მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლაზე ამოქმედებული შეზღუდვები.

"ქვეყანაში დაკეტილია საჰაერო სივრცე და ფრენებს ვერ ახორციელებს ვერც ერთი ავიაკომპანია. შეზღუდვა ასევე ვრცელდება საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე.

საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა