ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, მე დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და მინდა, რომ ამისთვის ყველა თქვენგანს ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ, მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ გამოვედი ტრიბუნაზე, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა. თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისათვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი თუ რაც გინდათ ის დაარქვით და მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს სიტყვას და თავიანთ პრინციპს.