logo
ENG



იოსელიანი: დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

03 აპრ 202417:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/03/p2bg1fhzhhcx0bt.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გამოყენებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას ეხმაურება. 

იოსელიანის განცხადებით, ეს დაუშვებელია და დეპუტატებს ეთიკის მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე,  დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!" - წერს იოსელიანი. 

დღეს პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოდიშარიამ დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა.  

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში. 


close დახურვა