logo
ENG



იოსელიანი: წინა ომბუდსმენი იყო გურული, მე ვარ სვანი, ტემპერამენტში იქნება განსხვავება

20 ოქტ 202317:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/yw7i8v89rcl1dre.jpg

წინა სახალხო დამცველთან შემადარეთ ბატონო როსტომ [ჩხეიძე] და ტემპერამენტი დამიწუნეთ, როგორც თქვენი გამოსვლიდან გავიგეთ. არც ვიცი, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან ეს თქვენი მოსაზრება იყო, რომელიც ჩემს შესახებ თქვით. უბრალოდ, ალბათ, დრო რომ გავა, გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად გეტყვით, რომ წინა სახალხო დამცველი იყო გურული, მე ვარ სვანი, ბუნებრივია, ტემპერამენტში იქნება განსხვავება. ეს ხუმრობით, მაგრამ, ალბათ, დრო უკეთესად გამოაჩენს და შეიძლება, თქვენი წუხილები განქარვდეს უკვე შემდგომი ანგარიშების დროს.

 


close დახურვა