სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი არ აფასებს პროპორციული ძალა გამოიყენა თუ არა შსს-მ აქციაზე.
"ვცდილობთ ადგილზე გავერკვეთ სიტუაციაში და შესაბამისად, ამის შემდეგ სწორი წარმოდგენა შევიქმნათ. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა იმისთვის, რომ არ მოხდეს ადამიანების ჯანმრთელობის დაშავება. ამისთვის ვართ აქ სწორედ, რომ ამ ძალის პროპორციულობა შევაფასოთ."- აცხადებს იოსელიანი.
* * *
სახალხო დამცველი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.