logo
ENG



იოსელიანი აქციაზე: ასეთი რაღაცები ნაკლებად მაინტერესებს და არც მოქმედებს ჩემზე

02 თებ 202115:41
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი აქციაზე: ასეთი რაღაცები ნაკლებად მაინტერესებს და არც მოქმედებს ჩემზე

ლევან იოსელიანმა პარლამენტთან მოქალაქეების  და მე-10 გამართული  მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ თქვა, რომ "ასეთი რამეები ნაკლებად აინტერესებს და ყურადღებასაც აღარ აქცევს". 

აქცია ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ფრთამ მოაწყო. მათ ელისაშვილი, იოსელიანი და სხვა დეპუტატები პარლამენტის შენობაში საპროტესტო შეძახილებით შეაცილეს

"მე არაფერი აქცია არ მინახავს. გავიგე, რომ რაღაც აქცია იმართებოდა. ჩვეულებრივად გავედი და შემოვედი. ასე რომ. ასეთი რაღაცები უკვე ნაკლებად მაინტერესებს და არც მოქმედებს ჩვენზე. მგონი ყველას დავუმტკიცეთ, რომ არც ვინმეს აქციების მეშინია და მით უმეტეს, ევროპული საქართველოს აქციების და არც ვინმეს ბულინგს. ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს". - თქვა იოსელიანმა ფორმულას ეთერში. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი 31 ოქტომბერის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

დეპუტატების ნაწილმა, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, შესაბამისი განცხდებით პარლამენტს ნოემბერშივე მიმართა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მათ მანდატები დღევანდელ კენჭისყრაზეც არ გაუუქმა.

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებ, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი ქართულ ოცნებასთან ერთად მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. პარლამენტში შევიდა პატრიოტთა ალიანსიდან გამოყოფილი 4 წევრი. მათ შექმნეს პარტია ევროპული სოციალისტები. 


close დახურვა