logo
ENG



იოსელიანი ვიცესპიკერობაზე: პრივილეგიები არ მჭირდება - მანქანაც მყავს, სკუტერიც და ცხენიც

10 თებ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი ვიცესპიკერობაზე: პრივილეგიები არ მჭირდება - მანქანაც მყავს, სკუტერიც და ცხენიც

როდესაც მივედი [პარლამენტში], ოპოზიციის კვოტით გვერგო ჩვენ ეს თანამდებობა [ვიცესპიკერობა], მაგრამ ამის შემდეგ დავინახე, რამდენი პრივილეგიები მოჰყვება ამ თანამდებობას: მანქანა, მძღოლი, ბენზინი, ტელეფონის ხარჯი და ა.შ. და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება, იმიტომ, რომ მე ამისთვის იქ არ მოვსულვარ.

არ მჭირდება იმიტომ, რომ ამის გარეშე შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც იქ ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემა არის, სადაც ადამიანები უბრალოდ შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ სიტუაციაშია ეკონომიკა, ჩემი ამ პრივილეგიებით სარგებლობა, უბრალოდ, უხერხული იქნება.

მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველის გამზირზე, არ მჭირდება მანქანა და მით უმეტეს, მძღოლი, მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მანქანის გარდა მყავს სკუტერი და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც, ასე რომ, გადაადგილების პრობლემა არ მაქვს.


close დახურვა