არგუმენტი [რატომ უნდა დამიჭირონ მხარის] ის, რასაც ყოველდღეა ვამბობ, რომ მაქვს რესურსი პარლამენტში როგორც ოპოზიციაში, ისე მმართველ პარტიაში შევკრიბო ეს ხმები, რადგანაც მმართველ პარტიაშიც არის განსხვავებული მოსაზრებები. არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ და თვლიან, რომ მე დამიჭერენ მხარს და არიან იქაც სკეპტიკოსები. ისევე, როგორც ოპოზიციაში. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა კენჭისყრაზე.
[..] ეს პროცესი შესულია ჩიხში. ყველა იმ პროცესის გათვალისწინებით, რაც გაიარა ამ შერჩევის პროცედურამ. მიმაჩნია, რომ მე შეიძლება ვიყო ამ ჩიხიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება და არაერთადერთი. რატომ თვლით, რომ ეს მხარდაჭერა იქნება, არ ვიცი. ჩემი კანდიდატურა შევთავაზე. ვინმე თუ დამიმტკიცებს, რომ პოლიტიკოსს არ აქვს თავისი კანდიდატურის დაყენების უფლება, მაშინ შეგვილია ეს დისკუსია გავაგრძელოთ.