logo
ENG



იოსელიანი რუსი სამხედროს ფოტოზე: როგორც ვიცი, შეეშალა, თანამდებობის პირისგან მიუღებელია

22 მარ 202115:59
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი რუსი სამხედროს ფოტოზე: როგორც ვიცი, შეეშალა, თანამდებობის პირისგან მიუღებელია
ფოტო: ვახო ქარელი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილის ფეისბუქგვერდზე რუსი ჯარისკაცის ფოტოს გამოქვეყნებაზე ამბობს, რომ "მიუღებელია" თანამდებობის პირისგან და ამასთან არ გამორიცხავცს რომ ეს "ადამიანური შეცდომა" იყოს. 

"უხერხულია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შეეშალა, ადამიანური შეცდომა თუ არის, მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს შეიძლება, რაღაც შეეშალოს, თუმცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ასეთი შეცდომის დაშვება ნამდვილად მიუღებელია", - ამბობს იოსელიანი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.


close დახურვა