logo
ENG



ირაკლი აბესაძე: ნულოვანი ბარიერი, არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის არ კეთდება

28 ოქტ 201916:40
3 წუთის საკითხავი
 
9xvielvjiaxbgcz.jpg

საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ. კანონმდებლები იმ ნორმას განიხილავენ რომლის მიხედვითაც 2020 არჩევნები სრულიად პროპორციული იყოს და ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

ოპოზიციას შენიშვნები აქვს, თუმცა კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

„ნულოვანი ბარიერი გარკვეულწილად ტოვებს განცდას, რომ ეს არ კეთდება საზოგადოების და არჩევნების სამართლიანად ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ მაინც ცდილობს გარკვეული ხელოვნური უპირატესობის მექანიზმების შენარჩუნებას კანონმდებლობაში, თუმცა ეს იმდენად არაარსებითია თავად ცვლილებასთან მიმართებაში, როდესაც ვსაუბრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, რომელიც რეალურად ხელისუფლების მიტაცების მცდელობა იყო მმართველი პარტიისთვის, რომ რათქმაუნდა ჩვენ, თუკი არ იქნება გაზიარებული ჩვენი შენიშვნები, მაინც მხარს დავუჭერთ კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის ხმა პრაქტიკულად არ იკარგება. მისივე განცხადებით, ამაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა კაცობრიობას ჯერ არ მოუფიქრებია

„ბუნებრივი ბარიერი ნიშნავს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პრაქტიკულად არ რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ხმა პრაქტიკულად არ იკარგება. თითოეული ჩვენი მოქალაქის მიცემული ხმა არჩევნებში, აისახება პოლიტიკურ და საპარლამენტო დეპუტატის მანდატში. ამაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა კაცობრიობას ჯერ არ მოუფიქრებია,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას, საპარლამენტო ოპოზიციის მაღალი მხარდაჭერა ექნება.

„იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მაღალი მხარდაჭერა ექნება მთლიანობაში ამ პროექტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვერსიას, სადაც არ არის გათვალისწინებული საარჩევნო ბლოკების  შექმნის შესაძლებლობა, ვინაიდან, შემოთავაზებულია ე.წ ბუნებრივი ბარიერი,“ - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.


close დახურვა