ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს. დეპუტატები სხდომებს მანამდე არ დაესწრებიან, სანამ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადაიდგამს.
„აბსოლუტურად არაადეკვატური და მეათეხარისხოოვანია დღეს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან რომელიმე პოლიტიკოსი მუშაობდეს სხვა საკითხზე, გარდა იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები, როგორ უნდა იყოს ის ჩატარებული სამართლიან რეჟიმში, სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა საკითხში განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ და სხვა პარტიებთან ერთად ვმუშაობთ წინადადებების მომზადებაზე თუ როგორ შეიძლება კონსტიტუციაზში ცვლილებების გარეშე მოხდეს ამ პროპორციული არჩევნების მიღწევა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ბოიკოტირებას გეგმავს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, პარტია რუტინულ განხილვებში არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა როცა საჭირო გახდება, გამოიყენებს ტრიბუნას.
„ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შესახებ, ამავე დროს, როდესაც საჭირო გახდება, გამოვიყენებთ ტრიბუნას, არ მივცემთ იმის სიამოვვნებას, რომ იყვნენ კომფორტულად და თავი იგრძნონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მოხდა არნახული თაღლითობა, მოატყუა ივანიშვილმა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მოატყუა მთელი ქართველი ხალხი, ამიტომ პარლამენტშიც გვექნება უმძაფრესი პროცესები, ისევე, როგორც ქუჩაში, მაგრამ ის, რაც მოხდა, შეუძლებელია არ იყოს პროტესტის სახით გამოხატული პარლამენტში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სხვა სხვა ოპოზიციური პარტიები და დამოოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც უერთდებიან პროტესტს უმრავლესობის მიმართ.