logo
ENG



ირაკლი კიკნაველიძე: ჩვენ ვნახეთ ლამის პირდაპირ ეთერში გაყალბებული საქმე

06 ნოე 201921:48
3 წუთის საკითხავი
 
rb30c43spxf6dwc.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, გიორგი მამალაძის საქმე ძალიან რეზონანსული, მაგრამ ბუნდოვანია და ის იმსახურებს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას.

„ეს საქმე გადაიქცა ძალიან მძიმე საქმედ ჩვენი ეკლესიის და ქვეყნის ისტორიაში იმიტომ, რომ ამ საქმეში იმდენი კითხვის ნიშანია და იმდენად არცერთი პასუხი არ არის, ეს ჩვენი მოქალაქეების თვალში ტოვებს უსამართლობის შეგრძნებას. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ის. იმის გამო კი არა, ვინ რა აზრის შეიძლება ვიყოთ დეკანოზ მამალაძეზე - განსხვავებული აზრის შეიძლება ვიყოთ. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვნახეთ ლამის პირდაპირ ეთერში გაყალბებული საქმე. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანს აღმოუჩინეს ციანიდი, უთვალთვალებდნენ და ვერაფრით ვერ გავიგეთ, ვისგან იყიდა. აქ ხომ აღარანაირი კითხვის ნიშანი აღარ არის?“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ. 

პოლიტიკოსი ირაკლი კიკნაველიძე სოფო ზურაბიანთან „პოლიტიკის ფორმულაში“ იყო სტუმრად.

 


close დახურვა