logo
ENG



ირაკლი კიკნაველიძემ ევროპული საქართველო დატოვა

14 აპრ 202119:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/14/qayc109ml2z2lwj.jpg

ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ პარტია დატოვა, მან განცხადება პირად ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. 

"დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე", - წერს კიკნაველიძე და ამბობს, რომ პროცესებში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა არა პარტიის წევრის რანგში, - "მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს". 

ევროპული საქართველო კიკნაველიძის გარდა პარტიის არაერთმა წევრმა და ლიდერმა დატოვა, მათ შორის, ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ, ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, საკრებულოს წევრმა გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და სხვებმა. 

10 აპრილის ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს


close დახურვა