logo
ENG



ირაკლი კობახიძე: კრიზისი აქვს ნაციონალურ მოძრაობას

26 ნოე 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
l38z0jilpsl7f6d.jpg

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი არ აპირებს დღის წესრიგის შეცვლას. როგორც ის ამბობს, კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა წუხდნენ.

„ჩვენ ვერ ვიმუშავებთ იმ დღის წესრიგით, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ აქვთ კრიზისი და, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ და არა მათით. დღეს მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი კანონპროექტები. ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

როგორ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, გერმანული მოდელის შესახებ კაზუსი არის უმარტივესი, თუმცა დისკუსია შეიძლება. 

„გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დისკუსია შესაძლებელია, რამდენჯერმე განვაცხადე უკვე. ეს არის კაზუსი, რომელიც ამოიხსნება პირველ-მეორე კურსზე, არის უმარტივესი კაზუსი, რომ გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქციის დარბევის შემდეგ განაახლა საპარლამენტო მუშაობა. სესიაზე არ შესულან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, სხდომა დატოვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც. 


close დახურვა