logo
ENG



ირაკლი კობახიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას არ ესწრება

02 ივლ 202519:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/02/42786i6yejt2hgh.png

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას, რომელიც თბილისში, საელჩოს ტერიტორიაზე აღინიშნება, არ ესწრება.

ქართული ოცნების მინისტრებიდან ადგილზე იმყოფებიან - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე.

ღონისძიებას არ ესწრება ასევე ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი. 

მიღებაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.  


close დახურვა