logo
ENG



ირაკლი კობახიძე ოპოზიციას კავკასიური ცარცის წრის გმირს, თვითმარქვია დედას ადარებს

02 დეკ 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
lt62cqgkulvsqzv.jpg

ირაკლი კობახიძე, საზოგადოებას, 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასების ახალ ვერსიას სთავაზობს და ამ მოვლენებს "კავკასიურ ცარცის წრეს" ადარებს.  პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ბერტოლ ბრეხტი და ბიბლია ერთდროულად გაიხსენა.

"თქვენ იცით კავკასიური ცარცის წრე, ეს ბიბლიური, ესე ვთქვათ, ეს სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" დადგა დედის როლში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვს, ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას, მინიმალურადაც არ ტკენოდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რატომაც გამოვიდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე პროპორციული საარჩევნო სისტემის შეთავაზებით. ამაზე პასუხი იყო, რომ სამი თვე დარჩნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში, სამი თვე ტკენდნენ ხელს ბავშვს," - განაცხადა კობახიძემ.

 


close დახურვა