ქართული ოცნების ყრილობაზე ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს.
კობახიძემ ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გამოაქვეყნა.
ირაკლი კობახიძე X მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერია. პარლამენტში ფაქტობრივად ერთპარტიულია. მხოლოდ 4 დეპუტატია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა, შემდეგ კი პარტია ევროპული სოციალისტები დააფუძნა.
ირაკლი კობახიძე IX მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
2019 წლის 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ანტისაოკუპაციო აქციის პირველი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის აქცია ძალადობრივად დაშალა, კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.