logo
ENG



ირაკლი მეზურნიშვილი: ამერიკა ყოველთვის გვიდგას გვერდში

01 თებ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდში ისევ ამტკიცებენ, რომ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს არასწორი ინფორმაცია აქვთ. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, ისინი ამერიკელ კოლეგებს რეალურ ვითარებას აჩვენებენ და მათ სისწორეში დაარწმუნებენ.

„ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო საქართველომ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ყოველთვის გვიდგას გვერდში და აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და მომავალშიც გაგრძელდება ეს ურთიერთობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი კონგრესმენი ავრცელებს. „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ვილ ჰარდი წერს, რომ ჰონგ-კონგისა და ირანის გარდა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოშიც.

„ეს არის თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ებრძვის რუსულ ჩაგვრას და მოითხოვს, რომ მათმა მთავრობამ განახორციელოს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მხარს უჭერს მათ ორპარტიული გზით“, - წერს კონგრესმენი.


close დახურვა