logo
ENG



ირაკლი ნადირაძე: ისინი არიან სამარცხვინოები, მშვიდად ვერ შევლენ და გამოვლენ პარლამენტში

05 თებ 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის მიმდებარედ სირცხვილის კორიდორები კვლავ გრძელდება - ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, 2020 წლის არჩევნები ჩაატაროს პროპორციული წესით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამარცხვინოებს უწოდებს და ამბობს, რომ "მოსახლეობაზე მოძალადე პარტია" მშვიდად ვერ გააგრძელებს მუშაობას.

„ოცნების პარლამენტარების ამ შენობაში ყოფნა აზარალებს ქვეყანას და მათ მოუწევთ სირცხვილის კორიდორებში სიარული. როცა გავიგებთ, რომ არის სხდომა, აქ ვიქნებით, რომ იგრძნონ და გაიგონონ ხალხის ხმა - ისინი არიან სამარცხვინოები, ძალადობენ მოსახლეობაზე და მშვიდად ვერ შევლენ და გამოვლენ პარლამენტში", - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

 


close დახურვა