თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასმართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ადვოკატმა წინა სასამართლო პოცესზე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.