20 ივნისის საქმეზე სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენს 13 აპრილს გამოიტანს. ოქრუაშვილის ადვოკატი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
"13 აპირებს მოსამართლე განაჩენის გამოტანას. ირაკლის მიმართ აკეთებენ გამონაკლისს. დიდი მოლოდინი მაქვს დადებითი შედეგის შეთანხმების გამო - ვფიქრობ, რომ საბოლოოდ რაღაც უნდა გამოვიდეს აქედან", - ამბობს მამუკა ჭაბაშვილი."
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.