პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ალიევმა ღარიბაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს".
მათივე ინფორმაციით, დღესვე ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდება. გარდა ამისა, ის შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.
ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერმინისტრთან ერთად ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.