საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიწვია. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
"ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ჩავიდა
24 ნოე 202310:24
3 წუთის საკითხავი