logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

09 ივნ 202318:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/09/wcq2uxzvsl62mtk.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა.

ერთობლივი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერს პრესკონფერენცია არ ჰქონია. ღარიბაშვილის ჩასვლის პარალელურად გერმანიაში საპროტესტო აქცია გაიმართა. 

"შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის. მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.


close დახურვა