logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილის ჩაშლილი ვიზიტები

04 აგვ 202119:53
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტვური მედია ღარიბაშვილის ჩაშლილი ვიზიტების შესახებ წერს - ჟურნალისტის წყარო სახელისუფლებოა. ბალტიის რეგიონის ქვეყნებში საქართველოს პრემიერს აღარ უმასპინძლებენ - მიზეზი 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებები, მისი წახალისება და დაუსჯელობაა.

ლიტვური პრესა ამბობს, რომ უარის საფუძველი 19 აპრილის შეთანხმების ქართული ოცნების მიერ ანულირებაც იყო.  ინფორმაციას საქართველოს მთრავრობა ამ დრომდე არ ადასტურებს. აღმოსავლეთ ევროპის მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცნობილი იყო ოპოზიციისთვისაც თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ იზოლაციის გზა, რომელსაც ღარიბაშვილის მთავრობა დაადგა, ქვეყნის ევროპული კურსისთვის საზიანოა.


close დახურვა