logo
ENG



ირაკლი შოთაძემ გააყალბა და გაანადგურა მტკიცებულებები - პროკურატურასთან აქცია გაიმართა

31 იან 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე "ევროპული საქართველოს "ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ მისული და გენერალური პროკურორობის შერჩევის პროცესში ირაკლი შოთაძის მონაწილეობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, კანდიდატებთან გასაუბრება ფორმალურია და საპროკურორო საბჭო გენპროკურორის სავარძელზე ისევ შოთაძეს დააბრუნებს. ახალგაზრდული ფრთის წევრები ყოფილ მთავარ პროკურორს გახმაურებული საქმეების გაყალებებასა და გამოუძიებლობაში ადანაშაულებენ.

"შოთაძის დანაშაულებრივი ქმედება ხორავას საქმის მიმდინარეობისას გახლავთ ის, რომ მან პრაქტიკულად გააყალბა და გაანადგურა მტკიცებულებები. დანა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება და საქმის მასალებიდან გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ბიოლოგიური მასალის დადგენა",-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ",-აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. 


 

 


close დახურვა