logo
ENG



ირაკლი ჩიქოვანი ჩაკეტილ ქალაქებში გადაადგილებაზე დაწესებულ გამონაკლისებს ასახელებს

15 აპრ 202013:42
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული გარემოებები განუმარტა, რომლის გადაადგილება მომდვენო 10 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა, მთავრობამ კონკრეტული მიმართულებებით გამონაკლისი დაუშვა. ესენია:

"იმოქემდებს გამონაკლისები: ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ამავე მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი. მხოლოდ 10 დღის განამვლობაში ისინი მუნიციპალიტეტს ვერ დატოვებენ. მათი დატოვების საშაულება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებცი რეგისტრირებულნი არიან სხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილება მათი საქმიანობიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვები, საქართველოში აკრედიტირებული დიმპლომატიური კორპუსის წამრომადგებლები, მსჯავდებულების და ბრალდებულების გადაყვანა, ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და ასევე სხვა ფასეულობების ინკასაცია",- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, გამონაკლისი ასევე დაიშვება ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელი გადაადგილებაზე. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახარუსების მიზნის გადაადგილებაზე. გამონაკლისში შედის სამომსახურეო-სარკინიგზო მიმოსვლა, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან.  ასევე ჟურნალისტების საქმიანობა და მედიასაშუალებების წამროამდგენლეთა გადაადგიელბა, სარიტუალო მომსახურების გადაადგილება, რაშიც იგულისხმება მიცვალებულის გადაადგილება ან დაკრძალვა, ასევე ჰუმანტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანზიაციების გადადგილება, კერძო დაცვითი საქმიანობის მიზნის განხორციელებული გადაადგილება და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილება, რომელთა საქმიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხმახორციელებელ იმ სუბიქტთა გადაადგილება, რომლების არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილება აუცილებელია. 

"აუცილებელია გადაადგილების დროს თითოეულმა მოქალაქემ იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველა შეზღუდვა და აკრძალვა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თოთეული მოქალაქის სიცოცხლე",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, დღეიდან მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 დიდი ქალაქში (რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) შესვლა-გამოსვლა იკრძალება.


close დახურვა