ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს.
"სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან და უკრაინაში გაზრდილ საფრთხესთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან," - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე რეკომენდაციას უწევს უკრაინაში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა საიმედო სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ირანელებს ასევე სთხოვენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ კიევში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთმა ირანიდან Shahed-136 და Mojaher-6 საბრძოლო დრონების დიდი პარტია შეიძინა. მედიის ცნობით, ირანმა რუსეთის ფედერაციას ათასამდე დრონი მიჰყიდა.
რუსეთი უარყოფს, რომ მისი არმია უკრაინის ობიექტებზე თავდასხმის დროს ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, ირანმა კი განაცხადა, რომ მათ რუსეთის ფედერაციას დრონები არ მიჰყიდეს. თეირანმა ასევე განაცხადა, რომ წუხან ირანსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია უკრაინის მთავრობას მოერიდოს მესამე ქვეყნების გავლენას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებას ცდილობენ.
13 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 223 ირანული წარმოების Shahed-136 კამიკაძე დრონი, რომლებიც რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიებზე გაუშვეს.